თელავის უნივერსიტეტის თანამშრომლობა ტუშას უნივერსიტეტთან გრძელდება
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი ლორენცო ვენცი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი შეხვდნენ.
მათ დამსწრე საზოგადოებას ახალი პროექტი გააცნეს, რომელიც დაფინანსების შემთხვევაში უახლოეს მომავალში ამოქმედდება თესაუში.
“დღევანდელ შეხვედრაზე ახალ პროექტზე ვისაუბრეთ, რომელიც გაცვლითი პროგრამების მიმართულებით თელავის სახელმწიფო უნივესიტეტისა და ტუშას უნივერსიტეტის ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების იტალიაში გამგზავრების პარალელურად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამით ესტუმრებიან იტალიელი პროფესორები და სტუდენტები. ამისათვის კი აუცილებელია თესაუში ინგლისურენოვანი სწავლების დანერგა.” – განაცხადა თამარ ასლანიშვილმა.
ლორენცო ვენცი, პროფესორი: “ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, მან ჩემი ქართველი კოლეგების დაინტერესება გამოიწვია. დეტალურად ვისაუბრეთ აღნიშნული პროექტის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გავაცანით გეგმა, რომელის განხორციელებაც დაფინანსების შემთხვევაში მოგვიწევს. იტალიური მხარე ორმხრივი თანამშრომლობისთვის მზად არის.”
ახალი პროექტი, რომელიც თესაუსა და ტუშას უნივერსიტეტს შორის ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის “ERASMUS +” ფარგლებში განხორციელდება.
ევროკომისიის მიერ პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მისი განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
by იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი