GE

თელავის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფოტო –
8213

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილიაუნის წარმომადგენლები ეწვივნენ. სამუშაო შეხვედრაზე, რომლსაც თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით მახაშვილი და სხვა თანამშრომლები დაესწნენ, ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის დირექტორმა, თინათინ ჭინჭარაულმა საზაფხულო სკოლის შესახებ ისაუბრა, რომელიც 20 სექტემბრიდან დაიწყება.

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში. 20-დან 25 სექტემბრის ჩათვლით სკოლის მონაწილეები ისეთ საკითხებზე მოისმენენ ლექციებს, როგორიცაა აუტიზმი და ქცევის გამოყენებითი ანალიზი. პროექტის მიზანი გახლავთ მომავალი სპეციალისტებისთვის აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირების თანამედროვე პრინციპების, კრიტერიუმების და ქცევის გამოყენებითი ანალიზის, როგორც აღნიშნული მდგომარეობის მართვის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელის გაცნობა. ლექციები ჩატარდება ინტერაქტიულ რეჟიმში. მეთოდოლოგიის სახით გამოყენებული იქნება პრაქტიკული სამუშაოები და მრავალფეროვანი მედია-მასალა. საზაფხულო სკოლას 45 მოსწავლე ეყოლება, რეგიონებიდან პრიორიტეტი თელავისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიენიჭებათ, სწავლება 6 დღის განმავლობაში, ქართულ ენაზე წარიმართება. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით და სასტუმროთი. “ – აღნიშნა თინათინ ჭინჭარაულმა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური სამუშაოსა და მედიცინის მიმართულების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოს ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე.

სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, გაგზავნონ ბიოგრაფია (CV) და პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი მეილზე: autism.aba@iliauni.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადა 12 სექტემბერი.
შერჩეული კანდიდატების ინფორმირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დეტალური ინფორმაციითვის დაუკავშირდით თამარ საღინაძეს
( tamar.saginadze.1@iliauni.edu.ge, ტელ: 555 293 315, www.iliauni.edu.ge).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური