ტექნიკურ უნივერსიტეტსა და “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო –
7318
2014 წლის 22 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “აიდიეს ბორჯომი საქართველო” – ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და სააქციო საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვიძემ.
მემორანდუმი სტუ–ს სტუდენტებისთვის ითვალისწინებს : გამოყენებითი გეოლოგიის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას 100 (ასი) ლარის ოდენობით, ბორჯომში 15-20 სტუდენტისთვის 1 ან 2 დღიანი პრაქტიკის გავლას, სტაჟირებას და ერთთვიან სასწავლო პრაქტიკას 2 ან 3 სტუდენტისთვის და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის განახლებას კომპანიის სპეციალისტების კონსულტაციით.
- აწსუ-ში მესამე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო