აწსუ-ში მესამე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა
2015 წლის 17 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მესამე საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია თემაზე – „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“ საქართველოს ტექნიკურმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ერთობლივად ჩაატარეს.
კონფერენცია 16 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა და 17 ოქტომბერს ქუთაისში აწსუ-ში სექციური მუშაობით გაგრძელდა. მომხსენებლებს აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე მიესალმა და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა უსურვა.
კონფერენციამ ორივე უნივერსიტეტში შემდეგი ოთხი სექციით იმუშავა – ეროვნული ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკის სექტორების განვითარების თანამედროვე პრობლემები, აგრობიზნესისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიები, ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები.
კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად აწსუ პროფესორები და დოქტორანტები მონაწილეობდნენ.
აწსუ-ის ცნობით, მომხსენებლებმა საკმაოდ საინტერესო, თანამედროვე ეკონომიკურ და ტურისტულ პრობლემებზე ორიენტირებული თემები წარმოადგინეს.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. კონფერენციის აქტუალობა ერთად შეაფასეს ორივე უნივერსიტეტის პროფესორებმა.
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი