ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოში კომპანია BP-ს დირექტორმა საგარეო საქმეთა საკითხში გია ღვალაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და განვითარების ხელშეწყობა.
განათლების სამინისტროს განმარტებით, ახალი პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდეს ახალი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების პროგრამას.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს, ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიენიჭებათ შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია შემდეგ სპეციალობებში: ელექტრო-ტექნიკოსი, ტექნიკური დანადგარების/მოწყობილობის ტექნიკოსი, მექანიკოსი, პროცესის ოპერატორი და შემდუღებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ. რაც გულისხმობს – ცენტრისთვის გამოყოფილი შენობის რეაბილიტაციას, ყველა აუცილებელი სასწავლო და ტექნიკური რესურსით მის აღჭურვას, ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების სამინისტრო ქართულის საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე განმარტებით განცხადებას ავრცელებს by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო