GE

ტესტის დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის – რეგისტრაციის ვადები

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 1-ელ თებერვალს ჩატარდება.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იყვნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

რეგისტრაცია დაწყებულია და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მსურველებს საშუალება ექნებათ 2023 წლის 14 დეკემბრის 10:00 საათიდან 2024 წლის 22 იანვრის 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. სარეგისტრაციო განაცხადი ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.

იხილეთ განაცხადის ფორმა და საბანკო რეკვიზიტები

გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარია.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისაგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდების ცენტრი ტესტირებაში მონაწილეთათვის ტესტის დავალებათა ნიმუშებსაც აქვეყნებს და მსურველებს მიუთითებს, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.

იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური