TKT გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
English Book Education ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს TKT (Teaching Knowledge Test) გამოცდისათვის მოსამზადებელ ორთვიან ტრენინგ-კურსს.
კურსი შექმნილია ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის სწავლების უნარ-ჩვევები და მოიპოვონ ენის სწავლების დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. იგი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის, გამოცდილებისა თუ შესაძლებლობის მქონე პედაგოგისთვის, მათ შორის, მასწავლებლობის მსურველთათვისაც.
TKT გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 18 გაკვეთილს და მოამზადებს აპლიკანტებს, რომ წარმატებით ჩააბარონ გამოცდის სამივე მოდული:
- 1-ლი მოდული – ენის სწავლა-სწავლების საფუძვლები
- მე-2 მოდული – გაკვეთილის დაგეგმვა და რესურსების გამოყენება ენის სწავლებისას
- მე-3 მოდული – სწავლა-სწავლების პროცესის მართვა
ტრენინგ-კურსის მიზანია გააცნოს მასწავლებლებს ტესტის სტრუქტურა, მთავარი თემები, სწავლების მეთოდები და სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ტერმინოლოგია, რასაც გამოცდაზე ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაწერონ საგამოცდო ტესტი, რათა შეაფასონ საკუთარი ცოდნის დონე და უკეთ გაეცნონ გამოცდის ფორმატს.
კურსის დეტალები:
ოქტომბერი – დეკემბერი 2021
კურსი დაწყების დრო: 18 ოქტომბერი 2021
სწავლების ფორმატი: დისტანციური
კურსის დღეები: ნებისმიერი დღე ორშაბათიდან შაბათამდე
საათების რაოდენობა: 36
გაკვეთილები: 2 გაკვეთილი კვირაში (2 საათი – თითო გაკვეთილი)
მონაწილეები: მაქსიმუმ 15 აპლიკანტი ჯგუფში
სწავლების საფასური + სასწავლო რესურსი: 700 ლარი (გაყოფილი 2 ნაწილად)
20%-იანი ფასდაკლება Teacher’s Union-ის წევრებისთვის
ვისთვის არის TKT გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი განკუთვნილი?
- მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის
- დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის
- პედაგოგებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება
- მასწავლებლებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვებას
კურსის განმავლობაში:
- გაეცნობით ტესტის ფორმატსა და სპეციფიკას
- გაიუმჯობესებთ ცოდნას სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და თეორიებში
- შეისწავლით სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
- გახდებით მეტად თავდაჯერებული პედაგოგი
- განვითარდებით პროფესიულად
- მიიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაციას
ტრენერი
ტრენინგ-კურსს გაუძღვება ინგლისური ენის სწავლებაში გამოცდილი ტრენერი და მასწავლებელი ნატა გუგუშვილი.
ნატა არის ინგლისური ენის მასწავლებელი და ტრენერი 20 წელზე მეტი გამოცდილებით. ნატამ დაიწყო English Book Education-ში მუშაობა 2015 წელს ინგლისურის მასწავლებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში. დღესდღეობით იგი თანამშრომლობს English Book Education-თან და ატარებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის.
TKT გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია:
[email protected]
[email protected]
Tel: 599313289
(R)
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია