თსუ ბიბლიოთეკას მარო მაყაშვილის საოჯახო რელიკვიები გადმოეცემა
25 მაისს, 12.00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული თსუ სტუდენტის მარო მაყაშვილის საოჯახო რელიკვიები გადმოეცემა.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო განხილვას გამართავენ. შეხვედრაზე სტუდენტები დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ქალი დეპუტატების და იმ მოღვაწეთა (ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ირაკლი (კაკი) წერეთელი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი, სპირიდონ კედია, ზურაბ ავალიშვილი) პოლიტიკურ პორტრეტებს წარმოადგენენ, რომლებმაც დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარების ძირითადი ასპექტები განსაზღვრეს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი