თსუ-სა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2014/10/tsu-460x259.png)
ფოტო –
7437
4 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე მრულიშვილი მოაწერენ.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ, მათ შორის საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს, რომელიც აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ერთობლივად განახორციელებენ ტრენინგებს სამართლებრივი კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის.
მისამართი: ი. ჭვჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია № 107.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი