GE

ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები 2025

ალტე უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 24-წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე, სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, მრავალფეროვან გარემოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკადემიურ პროგრამებს აერთიანებს. სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა, პრაქტიკული ცოდნის მიწოდება, გლობალური უნარების განვითარება და კარიერული მხარდაჭერა უნივერსიტეტის ძირითადი კონკურენტული უპირატესობებია.

ალტე უნივერსიტეტი გამორჩეულია საერთაშორისო პარტნიორობების თვალსაზრისითაც, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროქტებში, საერთაშორისო პროგრამებსა და კვლევებში. გარდა ამისა, პრაქტიკული სწავლების გაუმჯობესების მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება, თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესებად აქციონ. ამასთან, სტუდენტებს, კარიერული განვითარების სამსახურის მხარდაჭერით, სტაჟირების პროგრამებსა და წამყვანი ორგანიზაციების კონტაქტების დიდ ქსელთან აქვთ წვდომა, რაც ეხმარება თითოეულ მათგანს ცოდნის რეალიზებასა და წარმატებით დასაქმებაში.

ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამები

ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამები სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე, გლობალური უნარების გამომუშავებასა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

1. ბიზნესის ადმინისტრირების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს სფეროს საფუძვლიან ცოდნას და გამოუმუშავებს ლიდერობისა და ანტრეპრენერობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, აირჩიონ 4 კონცენტრაციიდან (მეწარმეობა, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა) მათთვის სასურველი მიმართულება და მიიღონ სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული ცოდნა.

2. სამართლის საბაკალავრო პროგრამა

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, თეორიებს, ინსტიტუტებს, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმებს, ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს შეისწავლიან. პროგრამა მომავალ იურისტებს სთავაზობს თანამედროვე იურიდიულ განათლებას და აძლევს მათ შესაძლებლობას, ისწავლონ ტექნოლოგიური სამართლის საგნები, როგორიცაა: სმარტკონტრაქტების სამართლებრივი რეგულირება, თანამედროვე ტექნოლოგიები და შრომის სამართალი და სხვა. სტუდენტი შეძლებს, აქტიურად ჩაერთოს პრაქტიკულ სწავლებაშიც – მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ პროცესებში და იმუშაოს კვლევით პროექტებზე.

3. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან დარგის ყველაზე მოთხოვნად საგნებს (წარმატების ფსიქოლოგია, პოზიტიური ფსიქოლოგია, რეკლამის ფსიქოლოგია, ორგანიზაციული ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ნეიროფსიქოლოგია). ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიულ ინგლისურს და სწავლის პარალელურად გაიარონ სავალდებულო პრაქტიკა, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, უნივერსიტეტის 200-მდე პარტნიორ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციაში. პროგრამა ორიენტირებულია, მოემზადოს კურსდამთავრებული, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ცოდნითა და გლობალური დასაქმების ბაზრისთვის საჭირო უნარებით.

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა კომიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას ორ სხვადასხვა ენაზე (ქართული/ინგლისური) აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მოთხოვნად საგნებს, როგორიცაა: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, DevOps, Angular, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, თამაშების შექმნა, iOS პროგრამირება, პროდუქტის დიზაინი და სხვა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, კურსდამთავრებულები შეძლებენ პროგრამული პროდუქტების ანალიზსა და განვითარებას ან სხვადასხვა სფეროსთვის ახალი პროგრამების შექმნას. სტუდენტებს დამატებით ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო სერტიფიკატებს (Cisco SYSTEMS / Check Point Secure Academy), გამოიმუშაონ და განივითარონ IT სფეროს თანამედროვე პროფესიონალისთვის ყველა საჭირო უნარი და იყვნენ კონკურენტუნარიანები ადგილობრივ და გლობალურ დასაქმების ბაზარზე.

4. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და სწავლების პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით, უზრუნველყოფს საჭირო ცოდნისა და კომპეტენციის მიცემას სტუდენტისათვის; ამზადებს განვითარებაზე ორიენტირებულ, ანტრეპრენერული და სისტემური აზროვნების მქონე ბაკალავრს, რომელიც გამოიმუშავებს და განივითარებს გლობალურ, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. შედეგად ის შეძლებს, წარმატებით დასაქმდეს „მოგზაურობა, ტურიზმისა და დასვენების“ სფეროში და დამატებით, დანერგოს სიახლეები და ხელი შეუწყო ამ სფეროს განვითარებას ქვეყანაში.

ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამები

მედიცინის საერთაშორისო სკოლა ამზადებს კვალიფიციურ, სერტიფიცირებულ ექიმებს, რომლებიც პასუხობენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნებს.

მედიცინა (ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამა)

თანამედროვე მულაჟებითა და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სიმულაციური სასწავლო ცენტრი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში დაეუფლონ ექიმის კომპეტენციისთვის შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომუნიკაციის ხელოვნებას. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მაღალი დონის კლინიკური გამოცდილება მიიღონ და ითანამშრომლონ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან. საქართველოს უმსხვილეს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ჯგუფთან „ვიანთან“ ექსკლუზიური პარტნიორობა, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა და უახლესი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკები, უნივერსიტეტის მთავარი უპირატესობაა.

სტომოტოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

პროგრამაზე სტუდენტები შეისწავლიან სტომატოლოგიის კლინიკურ და თეორიულ ასპექტებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლების პრაქტიკული კომპონენტი ალტე უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ულტრათანამედროვე საფანტომო კაბინეტში გამოცადონ. უნივერსიტეტი ციფრული სტომატოლოგიის სერვისებით აღჭურვილ, თანამედროვე კლინიკებთან თანამშრომლობს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სტომატოლოგია რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლონ.

ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები სტუდენტებს პროფესიული და აკადემიური ზრდისთვის აუცილებელი ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფს. კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი სპეციალისტები არიან როგორც საქართველოს, ასევე – საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის უახლესი სასწავლო მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო გარემოს ქმნის. აქ სტუდენტებს შეუძლიათ, დაეუფლონ 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს; გამოიმუშაონ ყველა საჭირო უნარი, რათა იყვნენ გლობალურად კონკურენტუნარიანი პროფესიონალები; ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და ისწავლონ ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში.

უნიკალური სერვისები, რომელთაც ალტე უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს, ეხმარება თითოეულ მათგანს უწყვეტ პროფესიულ ზრდაში, სტაჟირებებსა და წარმატებით დასაქმებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური