თსუ-ში კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ დაჯილდოვება გაიმართა
21 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი, გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა: პირველი ადგილის მფლობელი აბაშის რაიონის, სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილუ ხიზანიშვილი გახდა, მოერე ადგილი ბათუმის გიმნაზიის მოსწავლემ დავით ჯინჭარაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მესტიის, სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარი გოშთელიანს ერგო. კონკურსის ფინალისტებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზატორებმა სპეციალური დიპლომები კონკურსში მონაწილე მოსწავლეების მასწავლებლებისათვის და სკოლებისთვისაც დააწესეს.
კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ ტყის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. კონკურსი 9 თებერვალს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლოთ.
ტყის პრობლემებსა და მათი გამოსწორების პერსპექტივებზე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს. კონკურსში 96 წკოლა მონაწილეობდა. მომზადდა 205 ნაშრომი, საიდანაც ფინალში 48 საუკეთესო ნამუშევარი გადავიდა.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი