GE

თსუ-ში წიგნის „სანივთო სამართალი“ და ჟურნალის „კერძო სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო წიგნის „სანივთო სამართალი“ და ჟურნალის „კერძო სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„სანივთო სამართლის“ ავტორია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია. მისი თქმით, „თსუ-ის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მეთვალყურების ქვეშ გამოიცა სტუდენტური ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა“, რომელსაც ინსტიტუტი უწევს კოორდინირებას  და წიგნი – „სანივთო სამართალი“. ეს არის სამოქალაქო კოდექსის მეორე ნაწილი. წიგნი დაიწერა სტუდენტებისათვის. მასში შესულია ბევრი მაგალითი გერმანული პრაქტიკიდან. მნიშვნელოვანია, რომ უხვადაა გამოყენებული სასამართლო პრაქტიკაც.“

„თამარ ზარანდიას წიგნი „სანივთო სამართალში“ არის უაღრესად მაღალი დონისა და მაღალი აკადემიური ენით დაწერილი სახელმძღვანელო.  ის მოიცავს თითქმის ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დღეს სჭირდებათ ჩვენს სტუდენტებს. ამავე დროს, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მეორე გამოცემა. ამ ნომერში ოცამდე ავტორის სტატიაა თავმოყრილი, რომელიც ეხება ძალიან აქტუალურ თემებს.  მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებას, მის გავლენას ქართულ სამართალზე“,- აღნიშნა თსუ-ის პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ.

ღონისძიებას თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური