თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება თემაზე “კავკასია ევრაზიის პალეომეტალების კულტურათა სისტემაში”
ფოტო –
9004
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლის ოქტომბერში გეგმავს საერთაშორისო სიმპოზიუმს თემაზე “კავკასია ევრაზიის პალეომეტალების კულტურათა სისტემაში”.
სიმპოზიუმი, რომლის თემატიკა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. 5 ათასწლეულიდან ვიდრე ძვ.წ. 2 ათასწლეულის მიწურულამდე, ეხება ადრეული ლითონების ხანის კულტურებს კავკასიასა და მიმდებარე რეგიონებში, მათ ურთიერთკავშირს, საწარმოო კერების ლოკალიზაციისა და ტექნოლოგიის საკითხებს, ლითონებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული კვლევის სპეციფიკასა და შედეგებს და ასევე, ადრეულ ლითონებთან დაკავშირებულ ყველა სამეცნიერო სპექტრს.
სიმპოზიუმთან დაკავშირებული პირველი ცირკულარი გამოქვეყნდება 2014 წლის 15 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: caucasusmetal@gmail.com.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი