თსუ-ში X საერთაშორისო კონფერენცია “PETROMASS – 2014” ჩატარდება
1 – 4 სექტემბერს ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება X საერთაშორისო კონფერენცია “PETROMASS – 2014” .
კონფერენცია “PETROMASS” ტარდება ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 2014 წელს კონფერენციის ჩატარების ადგილად შერჩეული იქნა საქართველო, თბილისი.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ, რუსეთის მასს–სპექტრომეტრიის საზოგადოება და პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, სპონსორი “MC Analytica” (აშშ).
კონფერენციის მიზანია მასსპექტრომეტრიის გამოყენების ტენდენცია და პერსპექტივები ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამ სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მოხსენებები და “MC Analytica”–ის უახლესი მიღწევები.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე: http://petromass2014.tsu.ge
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი