თსუ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დააზღვევს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია “ქართუ”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ-ს ემერიტუსები, და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალს) შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი საფასურიც (34 ლარი და 59 თეთრი) დაიქვითება ხელფასიდან.
უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები 65 წლამდე), ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას (34 ლარი და 59 თეთრი) იხდის მსურველი.
აღნიშნული მომსახურების მისაღებად შტატგარეშე თანამშრომლებმა და ოჯახის წევრების დაზღვევის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 23 იანვრისა.
მათ, ვისაც მომსახურების მიღება 2015 წლის პირველი იანვრიდან სურს, განაცხადი უნდა შეიტანოს არაუგვიანეს 2014 წლის 23 დეკემბრისა. განცხადებები დაკმაყოფილდება 2015 წლის პირველი თებერვლიდან.
დაზღვევის მსურველებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ: პირადობის მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში – შვილის დაბადების მოწმობა, ხოლო მშობლების დაზღვევის შემთხვევაში – საკუთარი დაბადების მოწმობა) ასლები.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი