GE

თუ აბიტურიენტი ხარ, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვო – BTU-ს მასშტაბური პროექტი დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის მასშტაბური ყოველწლიური პროექტის დაწყებას აანონსებს. პროექტში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ტრენინგები, პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები, სასერტიფიკატო კურსები, მათემატიკისა და ჭადრაკის ოლიმპიადები, ინოვაციური სტარტაპ იდეების კონკურსი, ინგლისური ენის გამოცდის მოსამზადებელი შეხვედრა, ტრენინგი ციფრულ მარკეტინგში, ტრენინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში – ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც BTU აბიტურიენტებს სრული დაფინანსებით სთავაზობს. მათში მონაწილეობა წინასწარი რეგისტრაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარალელურად ჩართულები არიან BTU-ს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც სექტორის წამყვან ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ისინი აბიტურიენტებთან სამომავლო პროფესიების შესახებ სხვადასხვა შეხვედრებსა და სესიებს ჩაატარებენ.

კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის ყოველთვიურად იმართება ღია კარის დღეები და კამპუსის ტურები. აღსანიშნავია ისიც, რომ დაინტერესებულ აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სტუდენტის როლი მოირგონ და ერთი დღით მათი სამომავლო პროფესიის ფარგლებში, სხვადასხვა ლექციებს დაესწრონ.

BTU აბიტურიენტებს ოთხ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) – 1950101
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 1950102
  • ციფრული მარკეტინგი – 1950103
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები – 1950104

პროექტში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm