GE

თუ იცით ინგლისური, ამ 10 ენის შესწავლა თქვენთვის მარტივი იქნება

ამბობენ, რომ ინგლისური ენის მცოდნეები ახალი ენების შესწავლას არ ეტანებიან. თუ თქვენ საპირისპიროს დამტკიცება და ახალი ცოდნის მიღება გსურთ, გთავაზობთ 10 უცხო ენას, რომელთა შესწავლა არ გაგიჭირდებათ.

ესპანური – მსოფლიოში ესპანური ენის მატარებლების რაოდენობისა და მისი სიმარტივის გათვალისწინებით, ინგლისური ენის მცოდნე ზრდასრული ადამიანების 75%-ს ესპანური ენის შესასწავლად გამზადებული მეთოდი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანური და ინგლისური ინდოევროპული ენის ოჯახის სხვადასხვა განშტოებას (Romance და Germanic შესაბამისად) წარმოადგენენ, ისინი ლექსიკის დიდ ნაწილს იზიარებენ. ამ ორ ენას სიტყვის წყობის მსგავსი სისტემა აქვს. ამასთან, ესპანურ ენაზე 20 ქვეყანაში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი საუბრობს, ამიტომ ბევრმა სიტყვამ ინგლისურ ენაში დამკვიდრება შეძლო.

ნიდერლანდური – თუ ინგლისურის მცოდნე ადამიანი სასაუბრო ნიდერლანდურს მოუსმენს, ეგონება, რომ ყურს ინგლისური ენის გაუგებარ ვერსიას უგდებს. ამის მიზეზი ორი ენის მსგავსი ჟღერადობაა. გერმანიკული ენის ოჯახში ნიდერლანდური ინგლისურის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა. ისევე, როგორც ინგლისური, ის რომანული ენებიდან ბევრ ნასესხებ სიტყვას შეიცავს. ნიდერლანდებში, ბელგიასა და ჰოლანდიის რიგ ყოფილ კოლონიაში ამ ენაზე 22 მილიონი ადამიანი საუბრობს.

ფრანგული – ინგლისური ენა ფრანგულთან მჭიდროდ არ არის დაკავშირებული. თუმცა 1066 წლიდან, ანუ ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან, ინგლისურმა მისგან ბევრი სიტყვა და წარმოთქმა გადმოიღო. ნორმანების სასაუბრო ენა ფრანგულს ძალიან ჰგავდა. ქვეყნის დაპყრობას ძველი ინგლისური ენის განდევნაც მოჰყვა. ის შუაინგლისურმა ჩაანაცვლა. ის, ვინც ფრანგული ენის შესწავლას დაიწყებს, ბევრ სირთულეს შეხვდება, მაგალითად, ორთოგრაფიასა და წარმოთქმაში. თუმცა ფრანგულის საბაზისო ცოდნით თქვენ ორიენტირებას 29 ქვეყანაში შეძლებთ (სადაც ის ოფიციალური ენაა).

სუაჰილი – სუაჰილი ამ სიაში ყველაზე მარტივი ენა ნამდვილად არ არის, თუმცა ინგლისურის მცოდნეს მისი შესწავლა არ გაუჭირდება. სამწუხაროდ, ეს სიმარტივე აფრიკაში სუაჰილის მატარებელი ხალხის კოლონიზატორებთან და მონებით მოვაჭრეებთან კონტაქტით არის განპირობებული. ამ პერიოდში ენამ ინგლისურიდან ნასესხები ბევრი სიტყვა შეიძინა, რამაც სამხრეთ-აღმოსავლეთის ეს ლინგვა ფრანკა ინგლისურის მცოდნეებისთვის შედარებით გაამარტივა.

ნორვეგიული – სკანდინავიური ენები – დანიური, ნორვეგიული და შვედური – ერთ ენობრივ ჯგუფს ქმნიან. მისი დაშლა ძალიან რთულია. ამ სამიდან ერთის, ნორვეგიულის გაგება, დანარჩენ ორ ენაზე მოსაუბრეთათვის ყველაზე მარტივია. ზოგადად, სამივე ენის შესწავლა ინგლისურის მცოდნისათვის ერთნაირი სირთულის იქნება, ვინაიდან ყველა მათგანი გერმანიკულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. თქვენ მცირედი დაფიქრებით ლექსიკის დიდი ნაწილის ამოცნობას შეძლებთ. ამ ენის შესწავლის შემდეგ, თავს კომფორტულად იგრძნობთ სკანდინავიის ქვეყნებში, ოღონდ, სანამ ფინეთის საზღვარს გადაკვეთთ, სადაც სრულიად განსხვავებულ და რთულ ფინურ-უნგრულ ენაზე საუბრობენ.

რუმინული – ფრანგული ენის მიერ რუმინულზე განხორციელებული ზეგავლენის გამო, მისი შესწავლა ინგლისურის მცოდნისათვის საკმაოდ მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი სლავური სამყაროს შუაგულში მდებარეობს და ისტორიულად მეზობელ უნგრეთთან და მის ფინურ-უნგრულთან ახლოს იყო, მისგან ენობრივი მახასიათებლები არ მიუღია.

გერმანული – ადამიანები, რომლებმაც გერმანული ენის ბრუნების შესასწავლად დიდი დრო დახარჯეს, შეიძლება გაღიზიანდნენ მისი სიაში მოხვედრის გამო. თუმცა კავშირი ამ ორ ენას, ინგლისურსა და გერმანულს, შორის ნამდვილად არსებობს. გერმანულის, როგორც ევროკავშირში, ასევე სხვადასხვა კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენის, შესწავლა ნამდვილად ძალიან გამოსადეგია.

პორტუგალიური – ოდესღაც პორტუგალიას უზარმაზარი იმპერია ჰქონდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ენა 215 მილიონ მატარებელს მისცა და მსოფლიოში მეხუთე ყველაზე გავრცელებულ ენად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიურის წერილობითი ფორმა ესპანურისას ძალიან ჰგავს, ამ ენებზე საუბარი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ინგლისური ენის მცოდნე ბევრი პორტუგალიური სიტყვის ამოცნობას შეძლებს. პორტუგალიური ენის ნაირსახეობები, რომელზეც მთელ მსოფლიოში საუბრობენ, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება (განსაკუთრებით, პორტუგალიასა და ბრაზილიაში).

ინდონეზიური – ინდონეზიური და მისი მონათესავე მალაიური ამ სიის შემადგენელი კიდევ ორი ენაა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ათი ენიდან ერთ-ერთი. მასზე, მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდ ქვეყანაში საუბრობენ. ბევრი ფაქტორის გამო, მისი შესწავლა საკმაოდ მარტივია. კოლონიზაციის საუკუნეებში ენამ ბევრი ნიდერლანდური სიტყვა აითვისა, ვაჭრობის საუკუნეებში კი პორტუგალიური ენის ელემენტები მიიღო. ინდონეზიური შესანიშნავი ვარიანტია შედარებით ეგზოტიკური ენის შესასწავლად, თანაც, მის სასაუბრო დონეზე ასათვისებლად, წლები სულაც არ დაგჭირდებათ.

იტალიური – არ არის გასაკვირი, რომ იტალიურის ლექსიკა რომანული ენებიდან ლათინურთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა ენა ამ ნახევარკუნძულზე ასეთი ერთიანი ყოველთვის არ იყო. სანამ დანტე ლათინური ენის თავის ვერსიას გაწერდა (ფლორენციული იტალიური), ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დიალექტს იყენებდნენ. დანტეს მიერ შემუშავებული ვარიანტი სტანდარტად აღიარეს და იტალიური ენა, რომელსაც დღეს ბევრი ჩვენგანი სწავლობს, სწორედ მისი შთამომავალია. რომანული ენებიდან იტალიური ყველაზე ახლოს ფრანგულთანაა. ენის ლამაზი ჟღერადობა მისი სწავლების პროცესს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის.

მსგავსი მასალა:

უცხო ენის სწავლა არ უნდა გადაიქცეს მშობლის მოთხოვნად – როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური