GE

თუ საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 წელს ჩააბარეთ – რომელ მაგისტრანტებს აქვთ 3 დღიანი ვადა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 6 ოქტომბერს, ინფორმაციას აქვეყნებს იმ მაგისტრანტების საყურადღებოდ, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 წლის ზაფხულში ჩააბარეს და ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ჩაირიცხებიან.

NAEC განმარტავს, თუ რა სახის განაცხადი უნდა წარადგინოს ასეთმა მაგისტრანტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

„მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი“, – აღნიშნავენ გამოცდების ცენტრში.

როგორ გავიგოთ ვართ თუ არა გრანტირებული მაგისტრანტი და როდის გამოქვეყნდება 2025 წელს დაფინანსებულთა სია

როგორც NAEC-ი განმარტავს, თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას ცენტრში 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირებისას ცენტრი იხელმძღვანელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით,

იხილეთ: სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური