გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
2026 წლის 26 თებერვალს, ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხ პირთა ოდენობების შესახებ დადგენილებაში.
კერძოდ, შეიცვალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილება „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ“.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკრეტულ პროგრამებზე კვოტები გაზრდილია და ჯამში 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა 21 574 პირველკურსელი უნდა მიიღონ.
გაზრდილია მაგისტრატურაზე მისაღები ადგილების რაოდენობაც და ახალი დადგენილებით 3 335-ით განისაზღვრა.
დეტალური მონაცემების სანახავად, ცხრილების სახით იხილეთ: სახელმწიფო უნივერსიტეტების ჩამონათვალი და კონკრეტული პროგრამისთვის გამოყოფილი კვოტები. (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა)
ის, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება შეიცვლებოდა, 14 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებიც განცხადება პირდაპირ ეთერში გაააკეთაა.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება