თურქული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
19 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.
სახელმძღვანელო დაწერილია სპეციალურად ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის. თუმცა წიგნით სარგებლობა შეუძლია თურქული ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა პირს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სახელმძღვანელოს შექმნა არის პირველი ცდა.
თურქული ენის სახელმძღვანელოს ავტორები არიან თეონა აფხაზავა და ელისაბედ ბჟალავა.
სახელმძღვანელოში თურქული ენა სტუდენტს მიეწოდება ქართული ენის სპეციფიკის გათვალისწინებით და ამდენად, აადვილებს მის შესწავლას. სახელმძღვანელო აგებულია თანამედროვე მეთოდოლოგიისა (მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი) და ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი ენის დონეების შესაბამისად და შედგება 4 კომპონენტისაგან:
• სახელმძღვანელო
• სამუშაო რვეული
• ვოკაბულარი
• CD
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი