GE

უკრაინული ენის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის ილიაუნისგან

უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების სოლიდარობისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დააარსა პროგრამა  რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავდა საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უკრაინული ენის ინტენსიურ კურსს.

კურსს გაუძღვება უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია, კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს უკრაინული ენის ძირითადი გრამატიკული ცნებები და სტრუქტურები, შეასწავლოს დამწყები დონისათვის საჭირო ლექსიკა, დაუხვეწოს კითხვის უნარები, რათა მათ შეძლონ კომუნიკაცია ყოველდღიურ თემებზე, პასუხების გაცემა მარტივ შეკითხვებზე და თავისუფლად იგრძნონ თავი უკრაინულენოვან საზოგადოებაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიაღწევენ უკრაინული ენის A1 დონეს.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ კომუნიკაციას შემდეგ თემებზე:

  • გაცნობა, მისალმება და დამშვიდობება. მოკლე საუბარი;
  • საკუთარი თავის წარდგენა, ოჯახი, ოჯახური ურთიერთობები;
  • გართობა, ჰობი, საკუთარი დღის აღწერა;
  • საკვები: ხილი და ბოსტნეული, კერძები და სასმელები; კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
  • კვება სახლსა და საჯარო ადგილებში;
  • განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები: სახლი, სასტუმრო;
  • მაღაზიაში სერვისის მიღება; ყიდვასთან დაკავშირებული დეტალები;
  • ტრანსპორტი;
  • პროფესიები;
  • 24/7: დღის მონაკვეთები, კვირის დღეები, თვეები.

კურსის ვრცელი აღწერა იხილეთ დანართში.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დარეგისტრირებული პირები გაივლიან გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მაისი.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ 1.5 საათის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო ენა: ინგლისური

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური