GE

უმბერტო ეკოს ახალი რომანის – “პრაღის სასაფლაო” პრეზენტაცია გაიმართება

ფოტო –
7506

12 ივნისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი წარმოგიდგენთ უმბერტო ეკოს ახალ რომანს – “პრაღის სასაფლაო”, რომელიც ქართულ ენაზე ახლახან გამოსცა გამომცემლობა “დიოგენემ”.

წიგნზე ისაუბრებენ მისი მთარგმნელი, ხათუნა ცხადაძე, და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი. გაიმართება დისკუსია მკითხველთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური