უნივერსიტეტებს ვადა 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე ექნებათ – განათლების მინისტრის ბრძანება ეროვნული გამოცდების ჩატარების თაობაზე
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილება განხორციელდა კანონის იმ მუხლში, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებას ეხება.
კერძოდ, განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ანკტის წარდგენის ახალი ვადები და დადგინდა, რომ “2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: საგანმანათლებლო დაწესებულება, 2026 წლის 2 თებერვლიდან 2026 წლის 9 თებერვლამდე უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს ანკეტას”.
როგორც ცვლილების შესახებ ბრძანებაშია აღნიშნული, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა, ადასტურებს გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის [იგულისხმება გამოცდების ეროვნული ცენტრი] წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.
ცვლილებას 11 ნოემბერს ხელს აწერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე და ის უკვე ძალაშია.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე