2026 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 17 სექტემბერს, იმ პროგრამების ჩამონათვალს აქვეყნებს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისათვის.
საბაკალავრო პროგრამები
სამედიცინო მიმართულების პროგრამები
ქართულ ენაში მომზადების პროგრამები
გაერთიანებული პროგრამები
გამოცდების ცენტრი განმარტავს იმასაც, რომ შესაძლოა, უნივერსიტეტებმა გადაწყვეტილება შეცვალონ კონკრეტულ პროგრამასთან მიმართებით:
“შესაძლებელია აღნიშნული ჩამონათვალი შეიცვალოს – კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იტოვებენ უფლებას, კონკრეტულ პროგრამებზე მიღება აღარ გამოაცხადონ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცვლილება არ შეეხება პროგრამებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო და სავალდებულო არჩევით საგნებს, თუმცა შეიძლება შეიცვალოს არჩევითი საგანი ან უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსი (შემოქმედებითი ტური და ა.შ.). დაზუსტებული ინფორმაცია გამოქვეყნდება ელექტრონულ ბუკლეტში ,,ცნობარი აბიტურიენტებისათვის”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„სადაც“ და „რომელშიც“ – აბიტურიენტებო, ამ მიმართებითი ფორმების სწორად გამოყენება იცით?
by რჩევები