ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2011 წლის 11 მარტს, “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში”, კავკასიის უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ჯონი აფაქიძემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბატონმა კახა შენგელიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამ ორ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. მხარეები წაახალისებენ ურთიერთობის განვითარებას, კვლევებისა და ინოვაციების სფეროში ორმხრივი ინტერესების შესაბამისად.