უსინათლოთათვის განკუთვნილი კუთხის პრეზენტაცია თსუ ბიბლიოთეკაში
ფოტო –
5847
4 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე გაიხსნება.
თსუ-ს მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამკითხველო კუთხე აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ლიტერატურით.
უსინათლოთათვის განკუთვნილი კუთხე თსუ სტუდენტების ჯგუფის მიერ მოპოვებული გრანტის „უსინათლო სტუდენტების ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა“(ფონდი „ღია საზოგადოება“) ფარგლებში მოეწყო.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი