GE

უხვი ნალექის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხდა

წუხელ მოსული ნალექის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სწავლა შეფერხებით მიმდინარეობს.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებში მივიდნენ; თუმცა, მოსწავლეთა ნაწილმა გაკვეთილებზე მისვლა ფიზიკურად ვერ შეძლო.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებს დღეს ტრანსპორტი არ ემსახურებათ, მოსწავლეები ახლო სოფლებიდან ფეხით მოვიდნენ. იმ სკოლებში, სადაც გათბობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული (ხარაგაულის #2, ხარაგაულის#3, კიცხის, ბაზალეთის, მარელისის საჯარო სკოლები, ხარაგაულის გიმნაზია) შემცირებული გაკვეთილები ტარდება.

ხვალიდან, ამინდის პროგნოზით, ნალექი მოსალოდნელი აღარ არის და თუ ელექტროენერგიის მოწოდება აღდგება, საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე.

წყარო: chemikharagauli

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური