„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტამბური გამოცემის იუბილე თსუ-ში
16 ივლისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
თსუ ბიბლიოთეკის ინიციატივის მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ 1712 წლის პირველი სტამბური გამოცემის ხელნაწერის სახით განახლება იყო. ტექსტის გადაწერაში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ხელნაწერი თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ არის ილუსტრირებული. ხოლო თითოეული ფურცელი 1712 წლის გამოცემის ანალოგიურად, კალიგრაფისტის მიერაა გაფორმებული.
ღონისძიების ფარგლებში „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყობა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი