ვიდეო თამაშები: სასარგებლო თუ საზიანო ბავშვის განვითარებისათვის?
აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბავშვებს რომლებიც თამაშობენ პროსოციალურ თამაშებს აქვთ მიდრეკილება დაეხმარონ სხვებს, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებიც ძალადობრივი თამაშებით ერთობიან.
ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე შემთხვევითი წესით შეირჩა 191 ბავშვი (ასაკი 9-14 წელი ), ასევე შემთხვევითი წესით იქნა შერჩეული მათთვის სხვადასხვა შინაარსის თამაშები. ესენია:
1.სოციალური და არაძალადობრივი თამაშები(Chibi Robo, Super Mario Sunshine);
2.ძალადობრივი თამაშები (Ty2, Crash Twinsanity),
3.არაძალადობრივი, არასოციალური თამაშები (Pure Pinball, Super Monkey Ball Deluxe).
მოგვიანებით მეცნიერები დააკვირდნენ ბავშვების ქცევას: “მიუხედავად თანატოლების დახმარებისა ან ზიანის მიყენებისა გამარჯვებული ბავშვები დაიმსახურებდნენ საჩუქარს” შედეგი ასეთი გახლდათ: ახალგაზრდები, რომლებმაც ითამაშეს პროსოციალური თამაშები, აღმოჩნდნენ უფრო მეტად სასარგებლონი თავიანთი ქცევით, ვიდრე დანარჩენ ორ ჯგუფში მყოფი ბავშვები.
,,ვიდეო თამაშები არის შესანიშნავი მასწავლებელი და მოტივატორი, თუმცა მნიშვნელოვანია თამაშის შინაარსი”-აცხადებს კრეიგ ანდერსონი, ფსიქოლოგიის პროფესორი და მკვლევარი. ამ კვლევაში გამოყენებული იყო მულტფილმის ხასიათის თამაშები, რომლებიც განკუთვნილია ყველა ტიპის ადამიანისთვის. ჩვენ მხოლოდ ვაჩვენეთ ძალადობრივი თამაშების საზიანო და პროსოციალური თამაშების სასარგებლო ასპექტები. ამ შეფასებას თქვენ, როგორც მშობელი, არ უნდა დაეყრდნოთ: ეს სისტემა არ ასახავს რეალურს სურათს პოტენციურად რომელია ნაკლებად სასარგებლო, თუ ნაკლებად დამხმარე თამაში:
,,ბავშვი, რომელიც საჩუქრის მიღების სანაცვლოდ ზიანს აყენებს თანატოლს, არ ნიშნავს, რომ ის მოძალადეა”- აცხადებს ანდერსონის კოლეგა დუგლას ჯენტაილი.
აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან ერთად მან შეიმუშავა რამდენიმე სასარგებლო რჩევა მშობლებისთვის:
დარწმუნდით, რომ თამაშები და სხა ელექტრონული მედია არ არის საზიანო ბავშვისთვის. პედიატრები და და პრაქტიკოსი ექიმები არიან ის ადამიანები, რომლებთაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მშობლებს, თუ რომელი ელექტრონული მედია იქნება სასარგებლო თუ საზიანო მათი შვილისთვის
ნუ ენდობით მხოლოდ შეფასებებს.(რეიტინგს) ის თამაშებიც კი, რომელიც მიჩნეულია, რომ სასარგებლოა ყველასთვის, ხშირად შეიცავს ძალადობრივ ელემენტებს. სცადეთ ითამაშოთ ჯერ თქვენ, ან ჰკითხეთ რჩევა ვინმეს, ან მოიძიეთ ვიდეო ინტერნეტში კონკრეტული თამაშის შესახებ.
აირჩიეთ ყურადღებით. შეარჩიეთ არაძალადობრივი თამაშები, როგორც ვნახეთ მათ მოაქვთ დადებითი ეფექტი. საგანმანათლებლო, პროსოციალური და გონების სავარჯიშო თამაშები არის სწორედ სასარგებლო თქვენი ბავშვისთვის.
დააწესეთ შეზღუდვები დროის განაწილებაში და თამაშის შინაარსში. შეადგინეთ წესები თქვენი ბავშვისთვის, თუ რამდენი დრო აქვთ სათამაშოდ და რა შინაარსის თამაშები არის მისთვის ნებადართული.
შეეცადეთ კომპიუტერი იყოს იქ, სადაც შეძლებთ მის გაკონტროლებას. როდესაც კომპიუტერი არის ბავშვის ოთახში, ძალიან რთულია გააკონტროლო თუ რა შინაარსის თამაშებშია ჩრთული და რა დროს უთმობს ის თამაშს.
იყავით ჩართული ბავშვის ინფორმირებულობაში. აუხსენით თქვენს ბავშვებს, თუ რატომ არის მათთვის საზიანო ძალადობრივი თამაშები.
გაავრცელეთ ინფორმაცია. დაეხმარეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც (მშობლებს, ახალგაზრდებს, საჯარო მოხელეებს) ამ საკითხის ირგვლივ გათვიცნობიერებაში.
წყარო: www.gamepolitics.com
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო