ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც გექნება შესაძლებლობა, დაესწრო ინტენსიურ სემინარებს, მიიღო პრაქტიკული ცოდნა და მეწარმეობის, მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის საფუძვლები შეისწავლო.
უნივერსიტეტის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალტე უნივერსიტეტის წამყვან, პროფესიონალ ლექტორებთან ერთად, 3 დღის განმავლობაში განიხილავ ისეთ თემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია ბიზნესის სამყაროში:
- 27 მაისი – თამთა გველესიანი. თემა: „იფიქრე როგორც სტარტაპერმა – როგორ იქცევა იდეა შესაძლებლობად“;
- 28 მაისი – ხათუნა მურჯიკნელი. თემა: „როგორ მუშაობს მარკეტინგი TikTok-ისა და AI-ს ეპოქაში“;
- 29 მაისი – მარიკა ნებიერიძე. თემა: „როგორ ვმართოთ ადამიანური რესურსები“.
გამოიყენე შესაძლებლობა, გაეცანი ბიზნესის უახლეს ტენდენციებს, აღმოაჩინე შენთვის საინტერესო მიმართულებები და დაგეგმე შენი მომავალი პროფესიული გზა.
ბიზნესის Online სკოლაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ნახევარფინალი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება – პროგრამები და ფასები
by ალტე უნივერსიტეტი
-
“Gelbakhiani Legal Services” (GLS) ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი