გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 20 მაისს, 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებისთვის პასუხების ფურცლის ნიმუშებს აქვეყნებს.
ნიმუშები წარმოდგენილია თითოეული საგნის მიხედვით.
იხილთ: 2026 წლის გამოცდების პასუხების ფურცლის ნიმუშები საგნების მიხედვით
ერთიანი ეროვნული გამოცდები – პასუხების ფურცლების ნიმუშები
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა – პასუხების ფურცლების ნიმუშები
საერთო სამაგისტრო გამოცდა – პასუხების ფურცლების ნიმუშები
როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული მიზნად ისახავს აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს და მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ის ფორმატი, რომელშიც მათ საგამოცდო ტესტების პასუხების გადატანა მოუწევთ.
“ცენტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გამოცდაზე ფასდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შესაბამისად მისი სწორად შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნიმუშებში დეტალურად არის წარმოდგენილი თითოეული საგნის პასუხების ფურცლის სტრუქტურა. აღნიშნული მასალების წინასწარ გაცნობა აბიტურიენტებს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ საგამოცდო პროცესში, მართონ დრო და თავიდან აიცილონ ტექნიკური ხარვეზები”, – აცხადებენ NAEC-ში.
ასევე იხილეთ:
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ტესტირების ჩატარების განრიგი დადგინდა – ტესტების ნიმუშები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო
by აბიტურიენტებისათვის
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის