„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის სამსახურიდან გათავისუფლებულმა მენტორმა მასწავლებელმა, ნატალია თურქაძემ სკოლას სასამართლო დავა მოუგო, რომლის საფუძველზეც, როგორც მასწავლებელი ამბობს, სკოლას დაევალა პედაგოგი სამსახურში აღადგინოს და განაცდური პერიოდი ფინანსურად აუნაზღაუროს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.
„დაკმაყოფილდა სარჩელი, გადაწყვეტილებაა – აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს დღეს, 20 მაისს ნატალია თურქაძემ.
2026 წლის თებერვალში პედაგოგის გათავისუფლების მიზეზი ყოფილი სადამრიგებლო კლასისგან მიღებული საჩუქარი გახდა, რომელიც ნატალია თურქაძეს კლასის ბანკეტზე გადასცეს. თავად ნატალია თურქაძეც ამბობდა, რომ გასულ წელს, ივნისის თვეში, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე მას საჩუქრად იტალიაში მოგზაურობა გადასცეს. სწორედ ასეთი საჩუქრის მიღება მიიჩნიეს არაეთიკურად ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სკოლის დირექტორმა, რომელმაც პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
პედაგოგის საქმე ჯერ სკოლის დისციპლინურმა საბჭომ განიხილა, მაგრამ მასწავლებლის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა არ დაუდგენია. სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა და ნატალია თურქაძე საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა.
ამავე თემაზე:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება