მე-12 კლასელებისთვის სწავლა დასრულდა – რა თარიღებში იწყება არდადეგები სხვა კლასების მოსწავლეებისათვის
დღეს, 20 მაისს, მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცსი დასრულდა.
კურსდამთავრებულები ბოლო ზარს აღნიშნავენ, მათ დიდ ნაწილს კი წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელის.
რაც შეეხება სხვა კლასის მოსწავლეებისთვის ზაფხულის არდადეგების დაწყების თარიღებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, თარიღები განსხვავებულია:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველკლასელებს არდადეგები 28 მაისს დაეწყებათ.
ყველა სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი, სასწავლო პროცესის დასრულება 18 ივნისით არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები არდადეგების დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება