ვის ეკრძალება საჯარო საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა – დამტკიცდა დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

რა მოეთხოვება საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე მიღებულ პირს, რომელი სამართლებრივი აქტების ცოდნაა მისთვის სავალდებულო და რა შემთხვევაში არ დაინიშნება პირი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელად – ამას განსაზღვრავს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოები უკვე ამტკიცებენ და 28 მარტს დადგენილების სახით გამოქვეყნდა.
საჯარო დაწესებულების დირექტორისთვის დადგენილი მოთხოვნები
1. დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება;
გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II, IX თავები);
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
3. დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) განათლების ძირითადი თეორიები;
ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ი) ფინანსური მართვის საფუძვლები.
4. დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსის მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
თ) შესყიდვების დაგეგმვა;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;
ლ) კომპიუტერულ პროგრამებში – Word, Exel, Power Point მუშაობა.
პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო დაწესებულების დირექტორად
1. დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, რომელიც: ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა; სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის; წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; იგი სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
-
„ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე თითო ქულა გაკლდებათ“ – როგორ შემოწმდება აბიტურიენტის რედაქტირების დავალება by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 29 მარტი, 2025
-
როგორია უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარების პროცედურა და ვინ თავისუფლდება საფასურის გადახდისგან by ARIS.GE-განათლება 28 მარტი, 2025
-
სურამის მე-4 საჯარო სკოლას ცეცხლი გაუჩნდა by ARIS.GE-განათლება 27 მარტი, 2025