„ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე თითო ქულა გაკლდებათ“ – როგორ შემოწმდება აბიტურიენტის რედაქტირების დავალება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის რედაქტირების დავალებაში მოცემული არ იქნება, თუ რამდენი შეცდომა უნდა გაასწოროს აბიტურიენტმა, მისი დავალებაა, რომ გაასწოროს თავად ტექსტი.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისადა გამოცდების ეროვნულ ცენტრში 28 მარტს განუცხადეს, შეცდომების რაოდენობას აბიტურიენტებს გასული წლების ტესტებში უთითებდნენ, ახლა კი აბიტურიენტმა უბრალოდ უნდა გაარედაქტიროს ტექსტი.
ჩვენს კითხვაზე, იქნება თუ არა გამოცდაზე მოსულ გასასწორებელ ტექსტში ყველა ტიპის შეცდომა (მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური; სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები; პუნქტუაციური შეცდომები) გვიპასუხეს, რომ შესაძლოა ყველა ტიპის იყოს, შესაძლოა არა.
რაც შეეხება რედაქტირების დავალებაში აბიტურიენტის ნამუშევარის შეფასების პრინციპს, ის ასეთია:
I. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები — 8ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (8) აკლდება თითო ქულა.
II. სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები — 2ქ. ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა.
III. პუნქტუაციური შეცდომები — 6ქ. ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (6) აკლდება თითო ქულა.
შეგახსენებთ, რომ რედაქტირების დავალების მაქსიმალური ქულაა 16.
ასევე იხილეთ:
„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება