სურამის მე-4 საჯარო სკოლას ცეცხლი გაუჩნდა
სურამში, მეოთხე საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ღვიან ღამემდე მუშაობდნენ და მიმდინარეობდა უწყვეტი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცეცხლი სკოლის სახურავს ეკიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 27 მარტის გვიან საღამოს განმარტეს, რომ სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბაზაძის განცხადებით, ხანძარი სკოლის შენობაში დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა, გამომწვევი მიზეზები კი ამ დრომდე უცნობია.
„დარაჯმა შენიშნა კვამლი. მყისიერად დავრეკეთ 112-ში. სახანძრო სწრაფად მოვიდა. ძალიან დიდი ცეცხლი იყო, სკოლის შენობის სახურავი მთლიანად დამწვარია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. არ ვიცით, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. სკოლა სარემონტოა, მაგრამ ცენტრალური გათბობა გვაქვს. სკოლიდან მოვახერხეთ დოკუმენტაციის გამოტანა. სკოლაში 325 მოსწავლე სწავლობს და ხვალიდან ისინი გააგრძელებენ სწავლას სურამის მე-2 საჯარო სკოლაში“, – განაცხადა მანანა აბაზაძემ.
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება