GE

წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლებისთვის დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი გამოქვეყნდა

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, დღეს, 6 აპრილს, განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლებისთვის, გაიწერა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები და საჭირო კომპეტენციები:

დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლისათვის

ბრძანების თანახმად, რომელიც უკვე ძალაშია, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ზოგადია (II, III, V და VI თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის (II და III თავები უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის), ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის (V და VI თავები უფროსი სპეციალური, წამყვანი სპეციალური და მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის) და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

ა) სასწავლო პროცესი;

ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.

სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის, ასევე, (VII თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის და მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის, ხოლო თანდართულ შესაბამის ცხრილ(ებ)ში მოცემულია კონკრეტული სტატუსის მქონე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები შესაბამის კომპეტენციებთან ერთად.

პირველი ნაწილის თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია ქვეპუნქტები, რომელთათვისაც განსაზღვრულია შესრულების ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია მასწავლებლის გამოცდის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური