GE

წიგნის პრეზენტაცია- ”პოსტ/კლასიკა”

ფოტო –
3323

”პოსტ/კლასიკა” – წიგნების ახალი სერია, რომლის გამოშვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტმა დაიწყო. ეს არის თანამედროვე მოკლე ტექსტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თეორიული აზროვნების განვითარებაზე.

სერიის პირველ წიგნს წარმოადგენს იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს ტექსტების თარგმანი, რომლებიც ცდილობენ, პასუხი გასცენ შეკითხვას: ”რა არის განმანათლებლობა?”. ამ ტექსტების მნიშვნელობა განმარტებულია გიგი თევზაძის წერილში, რომელიც წიგნის შესავალს წარმოადგენს.

პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 7 დეკემბერს 17.00 საათზე ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”, მე-3 სართულზე (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური