წიგნის ,,თურქეთი” პრეზენტაცია თსუ–ში
დღეს 8 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის და გეოგრაფ მაგისტრის გიორგი ტაბატაძის წიგნის ,,თურქეთი” (გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი) პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში განხილულია თურქეთის გეოგრაფიული ობიექტები, ბუნებრივი პირობები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ადმინისტრაციულად თანამედროვე თურქე-თის ტერიტორია დაყოფილია 81 პროვინციად (ილი), რომლებიც, თავის მხრივ, გაერთიანებუ-ლია 7 რეგიონში. წიგნი განკუთვნილია თურქეთის რესპუბლიკისა და მისი რეგიონის გეოგრა-ფიული თავისებურებების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის. აგრეთვე აღმოსავლეთმცოდნეებისა და ეკონომისტებისათვის. იგი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, შეიძლება გამოიყენონ სტუ-დენტებმა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი