GE

წინასაანბანო პერიოდი, უცხო ენა, სიახლეები სწავლებაში – 10 ვიდეო განხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებულ ვიდეოგანხილვებს აქვეყნებს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრა/სემინარების ფორმატში მასწავლებლებისთვის უკვე ჩატარდა.

23 თებერვლის მონაცემებით, კომპლექსური დავალების შესახებ სამინისტრომ 8 ვიდეოსემინარი გამოაქვეყნა, რომლებშიც სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების საკითხებია განხილული.

იხილეთ ვიდეოსემინარების არქივი:

წინასაანბანო პერიოდი, როგორც საფუძველი წიგნიერების უნარების განსავითარებლად

პირველი უცხო ენა – სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება

ცხოვრებისეული მაგალითების განხილვა მოქალაქეობის სავლა-სწავლების მაგალითზე – ნიკო სილაგაძე

სიახლეები ბუნებისმეტყველების სწავლებაში

ხელოვნება: თემატური მატრიცა, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინსტრუმენტი – დაწყებითი საფეხური

ინკლუზიური განათლება: მოსწავლის ჰოლისტური შეფასება

კომპლექსური დავალებისთვის

ბუნებისმეტყველება: კომპლექსური დავალების რაობა და მისი განხორციელება

მეორე უცხო ენა: ხუთი საგანმანათლებლო პრინციპის გააქტიურება კომპლექსურ დავალებაში

ქიმია: როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების პირობა და შეფასების კრიტერიუმები

მუსიკა: პროექტული სწავლება

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი განმარტავს, საგნობრივი შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და პრობლემური საკითხების განხილვას გულისხმობს.

ასევე იხილეთ:

კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნებისთვის – რვა ვიდეოგანხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური