„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ – GRUNI-ში მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გრუნის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში 10 დღეს მიმდინარეობდა ტრენინგი მოსწავლეებისთვის: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.
უნივერსიტეტის პარტნიორი: აია ჯესის, მე-10, 23-ე, 98-ე, 142-ე, 159-ე, 138-ე, 166-ე, 221-ე სკოლების 200-მდე მოსწავლე დირექტორებთან/ პედაგოგებთან ერთად მონაწილეობდნენ ტრენინგში, რომელსაც უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი – ხოსე რომერო.
ტრენინგზე, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, განიხილეს:
- რა არის ხელოვნური ინტელექტი;
- ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორია;
- როგორ შეიძლება AI-ს სწორად გამოყენება;
- ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში;
- ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზები ( AI მომავალში).
მოსწავლეებმა თავადაც შეასრულეს პროფესორის პრაქტიკული დავალებები.
ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გრუნიში 2025 წლის მარტში დაარსდა და მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სწავლებასა და სასწავლო და კვლევის პროცესში მის გამოყენებას.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ: ბიზნესისა და მართვის სკოლა და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი.
-
GRUNI-ს სტუდენტების გასვლითი მეცადინეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 8 აპრილი, 2025
-
GRUNI-ში რექტორის საათი გაიმართა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 31 მარტი, 2025
-
GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ვებინარში „ფრანკოფონიის ფერები“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 27 მარტი, 2025