„თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ – GRUNI-ში საჯარო ლექცია გაიმართა
25 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას საჯარო ლექცია – „თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჯარო ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა არსებული სოციალური გამოწვევები და მათი გადაჭრისა და გაუმჯობესების ძირითადი პრინციპები მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედაქალაქის სოციალური განვითარების გეგმის განხილვას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლის გაცნობას.
მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოისმინონ რეალურ პროექტებზე დაფუძნებული გამოცდილება და ქალაქის განვითარების სტრატეგიულ ხედვას გაეცნონ.
-
GRUNI-ს სტუდენტი მდგრადი განვითარების საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს სტუდენტებმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში პროფესიული პრაქტიკა გაიარეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი