GRUNI-ს წარმომადგენლები დუბაიში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში, გულო თურმანიძე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართული საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციის – GESS Education Conference 2026 – მუშაობაში მონაწილეობდნენ.
GRUNI-ს მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და გამოფენის მონაწილეებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრების მიზანი თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა იყო.
ანა აბესაძე, მიწვეული სპიკერის სტატუსით, მონაწილეობდა GESS Talks-ის სესიაში – „Partnerships with Purpose: Collaboration That Transforms Education”. პანელის ფარგლებში მან დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისა და მართვის მიმართულებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამოცდილება გაუზიარა. განსაკუთრებული აქცენტი ნდობაზე, საერთო მიზნებსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე გაკეთდა. დისკუსია ასევე შეეხო საერთაშორისო თანამშრომლობის როლს საგანმანათლებლო ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებაში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი დასახელდა GESS Education Awards 2026-ის Community Award for Citizenship-ის კატეგორიის 10 ფინალისტს შორის. ეს საერთაშორისო აღიარება ნათლად წარმოაჩენს უნივერსიტეტის წვლილს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და განათლების გზით პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობაში.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო გრუნისა და იოჰანესბურგში დაფუძნებულ საგანმანათლებლო ფონდ JumpStart Foundation-ს შორის, ასევე, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობასა და ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. შეთანხმება განსაზღვრავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩოს და განათლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განსახორციელების შესაძლებლობებს ქმნის.
GESS Education Conference 2026-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირების გასაძლიერებლად, ინსტიტუციური პარტნიორობის გაფართოებისა და მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კიდეც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხს და ინოვაციების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
-
GRUNI-ს სტუდენტი მდგრადი განვითარების საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს სტუდენტებმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში პროფესიული პრაქტიკა გაიარეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი