GE

,,ხიხაძირი 2022“ – აწსუ-ში სტუდენტთა საანგარიშო-სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნოგრაფიული ექსპედიციის ,,ხიხაძირი 2022“ სტუდენტთა საანგარიშო-სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ ეთნოგრაფიულ ექსპედიციის მასპინძლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს ექსპედიციის მხარდაჭერისა და დახმარებისათვის სამადლობელი სიგელები გადასცა, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები.

ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე და მესამე კურსის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, არქეოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის მაგისტრანტებმა, და ქართული ენის სპეციალობის დოქტორანტმა ეთნოლოგის, ასოცირებული პროფესორის დავით შავიანიძის ხელმძღვანელობით გასული წლის 10-დან 21 ივლისის ჩათვლით მაღალმთიან აჭარაში იმოგზაურეს. გაეცნენ ადგილობრივების ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები საზაფხულო საძოვრებზე. ეთნოგრაფიული მასალები შეაგროვეს, რომლის მიხედვითაც დამუშავებული თემები დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს.
კონფერენცია აწსუ ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტისა და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm