„ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიის პერიოდში ჩატარებული გამოცდები იყო“ – გამოცდების ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 30 დეკემბერს, სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს და იმ გამოქვევებზე საუბრობს, რაც ბოლო წლებში ცენტრისთვის წარმოიშვა. ანგარიშში წარმოდგენილია ცენტრის სამომავლო საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
„პირველი გამოცდების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიის პერიოდში ჩატარებული გამოცდები გახლდათ, როდესაც ცენტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი შესაძლებელია დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ანგარიშში, ასევე, დეტალურად შეიტყობთ, როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესის მზადება ყოველ წელს და რა იცვლებოდა წლიდან წლამდე“, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.
ცენტრისთვის ეს წელი საიუბილეო იყო. ორგანიზაციას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ანგარიშში მოცემულია ცენტრის ისტორია, მედიის პირველი გამოხმაურება და საზოგადოების დამოკიდებულება. ურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან ფაქტებსა და მონაცემებზე.
იხილეთ ანგარიშის დოკუმენტი
ასევე იცხილეთ:
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი