GE

ყველაზე მოთხოვნადი – BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა და მასზე მოხვედრის სხვადასხვა გზა

საბაკალავრო პროგრამა, რომელმაც საქართველოში სწავლების ახალი სტანდარტი შექმნა – ასე ახასიათებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტს ერთი წინადადებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები იმ სექტორებს შორისაა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება და აქ დასაქმებული ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიანად ითვლებიან მსოფლიო მასშტაბით, გასაკვირი აღარ იქნება ის მოთხოვნა, რომელიც ახალგაზრდებს ამ პროგრამის მიმართ აქვთ და კონკურენცია, რომელიც ობიექტურმა გარემოებამ შექმნა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები ფართო სექტორია და მრავალ მიმართულებას აერთიანებს. როგორც BTU-ში აცხადებენ, საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ ბიზნესში მისი გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.

პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს კომპეტენციები, რომელებიც საშუალებას მისცემს ააგოს კომპიუტერული სისტემები, დააპროექტოს და შექმნას ქსელური კავშირები, მონაცემთა ბაზები და გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი მზარდ ბაზარზე. სტუდენტები სწავლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა წამყვან მიმართულებას, მათ შორის: ღრუბლოვან სერვისებს, ხელოვნურ ინტელექტს, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას და ა.შ.

პრაქტიკულ მუშაობას უნივერსიტეტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კომპიუტერული კლასების გარდა, აქ ფუნქციონირებს რამდენიმე სპეციალიზირებული ლაბორატორია: iOS and android lab, VR lab, AI lab, blockchain lab და სხვ.

სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება უნივერსიტეტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში გაიარონ, ახლოს გაიცნონ ტექნოლოგიები და ამ სფეროს ლიდერები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივად  ჩნდება  ის კონკურენცია, რომლის გადალახვაც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე, BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოსახვედრად უწევთ.

მათ კი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები ვერ მიიღეს და ფიქრობენ, რომ მაღალ კონკურენციაში ვერ ჩაერთვებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე – BTU-ს არანაკლებ პრესტიჟულ ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსებისა და მენეჯმენტის პროგრამებზე შეუძლიათ ჩააბარონ და ერთი წლის შემდეგ, შიდა მობილობა საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთონ. ამ შემთხვევაში მათ ნასწავლი ყველა საგანი და კურსი ოფიციალურად ჩაეთვლებათ.

რეიტინგი, სტუდენტთა კმაყოფილების დონე, დაბალი ფასი, ინფრასტრუქტურა, გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო აღიარება, დასაქმება, თანამედროვე სასწავლო პროგრამები, პრაქტიკოსი ლექტორები – ეს ჩამონათვალი მენეჯმენტის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის უპირატესობებია.

შიდა მობილობის მარტივი შესაძლებლობა, სასურველი პროგრამის მიღმა დარჩენილ სტუდენტებს, სასწავლო წლის გაცდენის გარეშე მისცემს ცოდნასაც და სასურველ პროგრამაზე მოხვედრაშიც დაეხმარება.

სწორედ ასე მოიქცა BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მერაბ მუმლაური, რომელსაც უმაღლესი განათლების მიღება ბიზნესის მიმართულებით ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ სხვა ინტერესები გაუჩნდა და ამბობს, რომ სასწავლებელმა ამ ინტერესების დაკმაყოფილების საშუალება მარტივად მისცა.

„სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა BTU-ში ბიზნესის მიმართულებით გამეგრძელებინა, კერძოდ კი მენეჯმენტი მიზიდავდა. ჩაბარების შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამითთ დავინტერესდი. პირველი კურსის ბოლოს გადავწყვიტე შიდა მობილობით მესარგებლა და სწავლა IT მიმართულებით გამეგრძელებინა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი კურსზე BTU-ს სამივე საბაკალავრო მიმართულებაზე რამდენიმე მსგავსი საგანი ისწავლება. შიდა მობილობის დროს სტუდენტი არ კარგავს წელს და სწავლას მეორე კურსიდან ჩვეულებისამებრ აგრძელებს.

თუ აბიტურიენტს სურს, რომ BTU-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩააბაროს, ნუ ჩაწერს მხოლოდ IT ფაკულტეტს. ვურჩევ, რომ ჩაწეროს უნივერსიტეტის სხვა მიმართულებებიც, რადგან აქ მოხვედრის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია შიდა მობილობით ერთი მიმართულებიდან სწავლა მათთვის სასურველ მიმართულებაზე განაგრძოს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში BTU-ს სტუდენტი მერაბ მუმლაური.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდების შედეგების გაგების შემდეგ უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა სურთ, ვადა აპელაციების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით აქვთ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური