ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 13%-ზე მეტი ჩაიჭრა – სტატისტიკური ანალიზი 2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს. შედეგების თანახმად, ზოგადი უნარების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 86,75%–მა. აბიტურიენტების 13%–ზე მეტი კი ჩაიჭრა.
სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ გამოცდაზე მხოლოდ მეოთხე ვარიანტში დაფიქსირდა უმაღლესი შეფასება – 80 ქულა.
ამასთან, პირველ ვარიანტში ხუთმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა, მეორე ვარიანტში ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა და მესამე ვარიანტში დაიწერა ერთი 78 ქულა.
სტატისტუკური ანალიზი ზოგადი უნარები
აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები
by ARIS.GE-განათლება