რა ფრაზებით ჩავანაცვლოთ ინგლისურში „I don’t know“ ან „think that…“ წინადადებები წერის, ან საუბრისას – მრავალფეროვანი ვარიანტები სპეციალისტისგან
ავტორი: ლევან სამადაშვილი, ბლოგერი, ანგლისტი, მასწავლებელი
როცა რაღაც არ ვიცით, სულ „I don’t know“-ს ვიძახით. არადა, ყოველდღიურ საუბარში ბევრად უფრო ბუნებრივი ვარიანტები არსებობს:
I have no idea.
წარმოდგენა არ მაქვს.
Beats me!
აზრზე არ ვარ! / ვერ გეტყვი.
I haven’t a clue.
წარმოდგენაც კი არ მაქვს.
Who knows?
ვინ იცის? / კაცმა არ იცის.
Your guess is as good as mine.
შენზე მეტი მეც არაფერი ვიცი.
I’m not sure.
დარწმუნებული არ ვარ.
I’m stumped.
დავიბენი / ვერაფრით ვხვდები.
Don’t ask me!
მე ნუ მკითხავ! (როცა მართლა არ იცი)
It’s beyond me.
საერთოდ ვერ ვხვდები.
Dunno.
არ ვიცი.
გთხოვ, ნუღარ გამოიყენებ ფრაზას – I think that…
მის ნაცვლად 12 ძალიან საინტერესო ფრაზას გთავაზობ
I bet that …
დარწმუნებული ვარ/ასე მგონია…
I dare say that …
ალბათ…
I suppose …
ვვარაუდობ/ვფიქრობ/მგონია…
In my opinion …
ჩემი აზრით…
In my experience …
ჩემი გამოცდილებით…
As far as I am concerned, …
რაც შემეხება მე…
As far as I know …
რამდენადაც ვიცი…
As far as I understand …
რამდენადაც ვიგებ…
As for me / As to me, …
რაც შემეხება მე…
As I see it …
როგორც ვხედავ…
From my perspective …
ჩემი გადმოსახედიდან/შეხედულებით…
It goes without saying that …
თავისთავად ცხადია/რასაკვირველია…
ასევე იხილეთ:
„რა მოხდება რეპეტიტორების გაუქმებით? – განათლების მტერი თუ სისტემის მაშველი რგოლი?“
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„სადაც“ და „რომელშიც“ – აბიტურიენტებო, ამ მიმართებითი ფორმების სწორად გამოყენება იცით?
by რჩევები