GE
2 აგვისტო, 2024 12:27

რატომ არის ცუდი იდეა თქვენი შვილი იმ კლასში იყოს, რომელსაც ასწავლით?! – განათლების სპეციალისტი დამაფიქრებელი არგუმენტებით

„ჩემი შვილი 6 წლისაა, წელს ხდება მოსწავლე და ერთად ვიწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს. თუ ჩემი შვილი იქნებოდა ჩემივე მოსწავლე, მას არ გამოვარჩევდი სხვა ბავშვებისგან, მაგრამ ძალიან რთულია ამის დაბალანსება, კიდევ მაქვს არგუმენტები, რის გამოც გადავწყვიტე, სხვა კლასში ისწავლოს“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის (GASB) დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ლილიანა ჩხარტიშვილი საუბრობს, რომელმაც წელს დასრულა მაგისტრატურის საფეხური განათლების მეცნიერების მიმართულებით.

ახალგაზრდა განათლების სპეციალისტი საკუთარ აზრს გვიზიარებს, რატომ ფიქრობს, რომ ცუდი იდეაა, საკუთარი შვილი გყავდეს იმ კლასში, რომელსაც ასწავლით.

გაეცანით განათლების სპეციალისტის არგუმენტებს:

თუ თავად ხართ დამწყები პედაგოგი, ცალსახად არის ცუდი იდეა! – დაწყებითი კლასების პედაგოგებს განსაკუთრებით ბევრი გამოწვევა აქვთ. კლასის მართვა, მოსწავლესთან სწორი მიდგომების შერჩევა, ეფექტური აქტივობებისა და რესურსების შექმნა, მშობლებთან ურთიერთობა.. საქმე ნამდვილად ბევრი გვაქვს. გამოუცდელობა, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი იქნება, რომ თავი გაართვათ ყველა გამოწვევას.

შესაძლოა მშობლებმა აღგიქვან მშობლად და არა პედაგოგად – კრიტიკის ობიექტში ნამდვილად იქნებით, თუნდაც საუკეთესოდ გაართვათ თავი. იქნება ისეთი შემთხვევებიც, როცა გეტყვიან, რომ ხართ მიკერძოებული და შვილს სხვა მოსწავლეებისგან არჩევთ.

დაკარგავთ კონტროლს საკუთარ თავსა და ქცევებზე – უფრო მეტად გამოიჩენთ სიმკაცრეს შვილის მიმართ, მეტად მომთხოვნი იქნებით, რათა არავის შეეპაროს ეჭვი თქვენს სამართლინობაში. ძალიან დიდი სტრესი შეიძლება გახდეს თავად თქვენთვის -პედაგოგისთვის.

იქნები ხელისშემშლელი და არა პირიქით, საკუთარი შვილის განვითარებისთვის – არ ვფიქრობ, რომ არის პრობლემა, როცა შვილი გაკვეთილზე “დედას” გეძახით, მაშინ როცა ყველა მოსწავლის დედა ხართ და ეს მათაც კარგად იციან. ამ ასაკში რთულია, არ აწყენინო მათ და არ გააბრაზოთ, ვიღაც მაინც დარჩება განაწყენებული. მოსწავლეებს გაუჭირდებათ აღიქვან თქვენი შვილი ცალკე მდგომ პიროვნებად. იქნება მუდმივ ბრძოლაში.

საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ გაგვიზიაროთ საკუთარი გამოცდილებაც.

ასევე იხილეთ:

„გიორგი, ბებიკო, ნიჭიერი ხარ და ვიცი, გახდები კომაროველი!“ – გულშემატკივრების უწყვეტი რიგი კომაროვში მისაღები წვიმიანი გამოცდიდან (+ფოტო)

„ამოუბეჭდეთ შვილს და ერთად იმუშავეთ“ – საბავშვო მოთხრობა სააზროვნო კითხვებით, რესურსი მშობლებისთვის გამოცდილი სპეციალისტისგან

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში