როგორ ამოვიცნოთ და ვიმუშაოთ კონკრეტული ინტელექტის მქონე მოსწავლესთან?! – ჰოვარდ გარდნერის თეორია სასკოლო პრაქტიკაში (+ცხრილი)
„ძალიან იშვიათია ისეთი პიროვნება, ვისაც ყველა ინტელექტი საუკეთესოდ აქვს განვითარებული. ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაც“ სწორედ ამას ამბობს და ერთგვარ ინსტრუქციებს გვაძლევს – ჯერ როგორ ამოვიცნოთ და შემდეგ როგორ ვიმუშაოთ მოსწავლეებთან“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტ-ქოუჩი, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი, ნანა ნიკოლაშვილი გვესაუბრება. პედაგოგი საკუთარ პრაქტიკაში დანერგილ ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის“ ცხრილს გვიზიარებს.
სპეციალისტი ამბობს, რომ ამ ცხრილს პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, ნებისმიერი ადამიანი გამოიყენებს, რადგან მას შეუძლია გითხრათ, რომელი ინტელექტი გაქვთ უფრო განვითარებული და ამის მიხედვით მომავალი პროფესიაც კი დაგეგმოთ.
იხილეთ და ჩამოტვირთეთ: ცხრილი – გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
როგორ გამოვიყენოთ, სასკოლო პრაქტიკაში?!
„ეს ცხრილი ძალიან კარგად გვეხმარება, როცა მოსწავლეებს გაკვეთილებს პროფორიენტაციის თემაზე ვუტარებთ. ცხრილი ძალიან უადვილებს ბავშვებს სამომავლო პროფესიაზე არჩევანის გაკეთებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არიან ჯერ ჩამოყალიბებულნი. ასევე, ცხრილი ეხმარება ზრდასრულებს, როცა ისინი შემდგომ გადამზადებას გეგმავენ, რომ დასაქმება მოახერხონ.
„ცხრილის მიხედვით მაღალკლასელ მოსწავლეებს შეუძლიათ, რომ ჩაატარონ დასაქმების ბაზრის კვლევა. მაგალითისთვის, ისინი მიდიან დასაქმებულ ადამიანებთან, ითხოვენ მათგან ნებართვას კვლევაში მონაწილეობისთვის. ეკითხებიან პირველად არჩევანს, იკვლევენ საყვარელ საქმეს, საჭიროებებს და განსაზღვრავენ ინტელექტს, შემდეგ ადარებენ პირველად განათლებას და უკვე დასაქმების სფეროს. მოქალაქეობაში მე-7 კლასიდან პროგრამაში უკვე გვაქვს ამ საკითხზე თემა – “ჩემი მომავალი პროფესია”, – განგვიმარტა სპეცილისტმა.
ასევე იხილეთ:
მენტორი მასწავლებელი კოლეგებს ელექტრონულ რესურსს უზიარებს – „უკეთესია რვეულსა და ბაინდერზე“